ტელევიზორი Philips Econova (მწარმოებლის ფოტო — ორივე).
კომპანია Philips-მა წარმოადგინა 42-დიუმიანი თხევადკრისტალური ტელევიზორი Econova (42PFL6805), რომელიც აღჭურვილია შუქდიოდური განათებით, ოთხი USB და HDMI პორტით და მიეკუთვნება «ეკოლოგიური» პროდუქტების კატეგორიას.
შემქმნელები იტყობინებიან, რომ სიახლემ ევროპის ხმის და გამოსახულების ასოციაციისგან (EISA) მიიღო შეფასება: 2010–2011 წლის ყველაზე «მწვანე» ტელევიზორი მსოფლიოში.
Philips Econova-ს კომპლექტში შედის ელექტრონული ინსტრუქცია და დისტანციური მართვის პულტი, რომელიც მზის ელემენტებით არის აღჭურვილი.
ტელევიზორი ეკონომიურ რეჟიმში 40 ვტ ელექტროენერგიას მოიხმარს. აპარატის მატრიცის გარჩევადობა 1920×1080 (Full HD) წერტილს შეადგენს.
ინფორმაცია სიახლის ფასის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=F15K3wbOsc4
გამოყენებულია Ecofriend-ის მასალები.


