ფიზიკოსთა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც დარეგისტრირებულ იქნა ზემძიმე ელემენტების ექვსი ახალი იზოტოპი.

კვლევებს სათავეში ედგნენ ბერკლიში ლოურენსის სახელობის ლაბორატორიის თანამშრომლები, ჰეინო ნიცშე (Heino Nitsche) და კენ გრიგორიჩი (Ken Gregorich). წინა წელს ამავე ჯგუფმა დაადასტურა ელემენტის არსებობა რომელსაც ბირთვში 114 პროტონი აქვს, რომელსაც არაოფიციალურად უნუნკვადიუმი ქვია (Uuq). უნუნკვადიუმის გახსნის შესახებ შეტყობინება ჯერ კიდევ 1999 წელს გაკეთდა და შეგახსენებთ, რომ მისი ავტორები არიან მეცნიერები ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტიდან, რომელიც მდებარეობს დუბნში.

“ახალი იზოტოპების მიღებისას ჩვენ ვუშვებდით კალციუმის-48 ნაკადს პლუტონის მიზნებისაკენ, რომლებიც დამაგრებული იყო პატარა დისკზე, — ყვება ბატონი ნიცშე — დაახლოებით ასე მიმდინარეობდა ჩვენი წინა ექსპერიმენტიც უნუნკვადიუმის რეგისტრირებისას”. იმისათვის, რომ ეწარმოებინათ დაკვირვება დაშლის ერთ კვანძზე, ფიზიკოსებს მოუწიათ “დაებომბათ” 242Pu სამ კვირაზე მეტ ხანს.

პირველი ამ კვანძში იყო უნინკვადიუმის 285Uuq ნეიტრონოდეფიციტური იზოტოპი; არ არის რთული იმის დათვლა, რომ ნეიტრონების სრული რაოდენობა 48Ca და 242Pu 176-ის ტოლია, ხოლო ახალ იზოტოპში ეს რიცხვი იკლებს ხუთი ერთეულით. 285Uuq წამის მეხუთედიც კი არ გაჩერებულა, რომ გამოასხივა ალფა-ნაწილაკი, რის შედეგადაც წარმოიქმნა კოპერნიციუმი-281. ამ იზოტოპმაც ასევე სწრაფად განიცადა ალფა-დაშლა და გადაიქცა დარმსტადიუმ-277-ად, რომელიც არსებობდა წამის მერვაათასედი. მომდევნო ალფა-დაშლამ მიიყვანა მეოთხე ახალი იზოტოპის წარმოქმნამდე, ჰასიუმი-273, რომელიც წამის მესამედს გაჩერდა. მას მოყვა სიბორგიუმი-269 რომელმაც 3 წუთი და 5 წამი იცოცხლა, ხოლო კიდევ ორნახევარ წუთში პროცესი დასრულდა კვანძის ბოლო იზოტოპის დაშლით და ზარმოიქმნა — რუტერფორდიუმი-265.

აღსანიშნავია ისიც, რომ უნუნკვადიუმის 298Uuq მძიმე იზოტოპს თეორიის მიხედვით, უნდა ჰქონდეს ნახევრადდაშლის დიდი პერიოდი — უნდა მდებარეობდეს ე.წ სტაბილურობის კუნძულზე. მისი მიღება მეტისმეტად რთული იქნება; დღეისათვის ფიზიკოსებისათვის ცნობილია მხოლოდ 286-289Uuq იზოტოპები, რომელსაც ეხლა 285Uuq-იც დაემატა.

გამოყენებულია ლოურენსის სახელობის ლაბორატორიის ბერკლიში-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.