ამერიკელმა ნეირობიოლოგებმა ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ ადამიანს შეუძლია თავის ტვინი კონკრეტული ნეირონების აქტივობის კონტროლი.

ცდების დაგეგმვისას, ავტორები ორიენტირდებოდნენ თავის ძველ ნამუშევრებზე. 2005 წელს მათ შეძლეს გაერკვიათ, რომ ცალკეულ ნეირონებს შეუძლიათ “ცნობა”, ადამიანის, სხვადასხვა ობიექტების, მათ ერთ მოხალისეს აღმოუჩინეს “ჰალი ბერის ნეირონი”, რომელიც აქტიურდებოდა იმ მომენტებში, როდესაც მას ანახებდნენ მსახიობის ფოტოს. კიდევ სამი წლის შემდეგ მეცნიერებმა წარმოადგინეს იმის დასტური, რომ მეხსიერებაში მოვლენების და სურათ-ხატების აღდგენა — მაგალითად, ცოტა ხნის წინ ნანახი ფილმიდან მოკლე მონაკვეთის აღდგენაში — ადამიანს ეხმარება ის უჯრედები, რომლებიც აქტიური იყო ამ ფილმის პირველი ნახვისას.

ახალ კვლევებში მონაწილეობა მიიღო 12-მა პაციენტმა მწვავე ეპილეფსიით, რომელიც ელოდებოდა ოპერაციას რონალდ რეიგანის სამედიცინო ცენტრში კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს-ანჯელესში. ავადმყოფისათვის საფეთქლის არეში კონვულსიური მონაკვეთების გამოსავლენად — ტვინის იმ ნაწილში სადაც არის ჰიპოკამპი, — განათავსეს 64 ელექტროდი. ზუსტად ეს ელექტროდები გამოიყენებოდა ცალკეული ნეირონების რეგისტრაციისათვის.

ექსპერიმენტის დაწყებამდე ნეირობიოლოგები დაელაპარაკნენ პაციენტებს, გაარკვიეს, თუ რა აინტერესებდათ, თითოეულისთვის შეადგინეს კრებული 100 გამოსახულებისგან. შემდეგ პაციენტები თანმიმდევრობით ათვალიერებდნენ ყველა ილუსტრაციას, ხოლო მეცნიერები ცდილობდნენ იმ ნეირონის გამოყოფას, რომელიც რეაგირებდა ამა თუ იმ სურათზე.

მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ გამოარჩიეს ნეირონები და გამოსახულებები, რომლებზეც შეძლეს, ასე თუ ისე მყარიკავშირების დადგენა. ეხლა პაციენტი, რომელიც იხსენებდა ერთ-ერთ ილუსტრაციას, შეეძლო შესაბამისი ნეირონის აქტივობის შეცვლა, რაც გამოისახებოდა მონიტორის ეკრანზე კურსორის გადაადგილებით; გარკვეული ვარჯიშების შემდეგ, ისინი ადვილად ამოძრავებდნენ კურსორს ზევით-ქვევით. “ჩვენ გვინდა, რომ მათ აზრებით ობიექტების მართვა ვასწავლოთ, — ამბობს ერთ-ერთი ავტორი მორან ცერფი (Moran Cerf). — ჩვენ ნეირონული ინტერფეისის ნახვაზე მეტად, გვაინტერესებდა, ფიქრებზე დაკვირვება, თუ როგორ მოძრაობენ ისინი თავში, “ეჯიბრებიან” ერთმანეთს”.

მეცნიერების მიერ შემუშავებულ საცდელ სქემაში ორი გამოსახულება ედება ერთმანეთს, ხოლო მოხალისეს თხოვდნენ, ექნა ისე, რომ ერთ-ერთს სურათს გადაეფარა მეორე. ერთი ცდისათვის განკუთნილი იყო 10 წუთი; ამ დროის განმავლობაში ავტომატიური სისტემა ადარებდა ორი ურთიერთმოწინააღმდეგე ნეირონის აქტივობის პარამეტრებს და შესაბამისად ასწორებდა გამოსახულების სიმკვეთრეს

როგორც აღმოჩნდა, პაციენტები წარმატებით უმკლავდებოდნენ დავალებას 70% შემთხვევაში. პაციენტები სხვადასხვანაირად მოქმედებდნენ: ზოგიერთი უბრალოდ მისთვის წარდგენილ გამოსახულებაზე ფიქრობდა, ზოგი კი მის სახელს იმეორებდა ან ამახვილებდა ყურადღებას მის რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უკუკავშირს; თუ ცდისას მონიტორზე არ გამოისახებოდა მიმდინარე შედეგი, წარმატებული ცდების რიცხვი საგრძნობლად იკლებდა.

“გამოდის, რომ ადამიანს შეუძლია ნეირონების მკვეთრი კონტროლი, ასევე მისი ფუნქციონირების რეჟიმის მისი ნებასურვილისამებრ შეცვლა” — დაასკვნა კვლევის მონაწილემ კრისტოფ კოხმა (Christof Koch).

httpvhd://www.youtube.com/watch?v=bqkUbiUkR5k

ანგარიშის მთლიანი ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Nature-ში.

გამოყენებულია კალიფორნიის უნივერსტეტი ლოს-ანჯელესში-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.