swanksalot-ის ფოტო.
Strategy Analytics-ის კვლევის თანახმად, Apple პლანშეტების მსოფლიო ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია.
ანალიტიკოსების შეფასებით, გასულ კვარტალში, სულ 4,4 მლნ პლანშეტი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 26%-ით მეტია 2010 წლის მეორე მეოთხედის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 3,5 მლნ ერთეულის რეალიზება მოხდა.
გასულ კვარტალში, სულ გაყიდული პლანშეტური კომპიუტერებიდან, iPad-ის წილი 4,19 ერთეულს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Apple შესაბამისი სეგმენტის 95%-ს ფლობს.
თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ახლო მომავალში სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვლება, რადგან უმსხვილესი მწარმოებლები, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობებს Windows 7-ისა და Android-ის მართვის ქვეშ, Apple-თან საბრძოლველად უკვე მზად არიან. Android-ის წილი პლანშეტების ბაზარზე ჯერჯერობით ძალიან მცირეა — დაახლოებით 2,3%.
ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, 19,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერი გაიყიდება, ხოლო 2011-ში, როგორც მოსალოდნელია, ბაზრის მოცულობა 55 მლნ ერთეულს გადააჭარბებს.
წყარო რეიტერი.

