ვისაც ნანახი აქვს ალბათ ახსოვს G-Tec-ის აზროვნებით კონტროლის სისტემა, რომელიც Second Life-ის ავატარს მართავდა, ასევე შესაძლებელი იყო Pong-ის თამაში და ორკესტრის საშუალებით მუსიკის დაკვრა. თუმცა ყველა მოველოდით უფრო მეტს, თუნდაც ისინი ვისაც არ შეუძლია სტანდარტული მანიპულატორებით ტექნიკასთან ურთიერთობა. ეს დღე მალე დადგება, Intendix რომელიც ჯერ-ჯერობით 9000 ევრო ღირს არის ინტერფეისი თქვენი ტვინისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა გავაგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები ტვინის აქტივობის საშუალებით, რომელსაც EGG ქუდი აფიქსირებს. კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ნებისმიერ მომხმარებელს პირველივე ცდაზე შეუძლია 5-10 სიმბოლოს აკრეფა წუთში ხოლოდ ცოტაოდენი პრიაქტიკის მერე უკვე წამში ერთი სიმბოლოს აკრეფაა შესაძლებელი. სისტემა ტექსტის აკრეფასთან ერთად შესაძლებლობას იძლევა გავააქტიუროთ განგაშის სიგნალი, გავაგზავნოთ ელ-ფოსტა, გავუგზავნოთ ბრძანებები მოწყობილობებს. გაყიდვაში ამ მოწყობილობის გამოსვლის თარიღი უცნობია მაგრამ ცნობილია, რომ ის აუცილებლად გამოვა.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=Y8TEsoti3EI

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.