
გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია Mac OS X პლატფორმისათვის, ახალი ინტერფეისით, რომელიც აადვილებს პროგრამის მოხმარებას და უფრო მეტად შეესაბამება Mac სტანდარტებს. პროგრამა ერთ მთლიან ფანჯარაშია გაერთიანებული და იყენებს სისტემის მისამართების წიგნს იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ დაურეკოთ, გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები და SMS მეგობრებს მათი სტატუსის მიუხედავად.
მას უკვე აქვს საკონფერენციო ვიდეო ზარების ფუნქცია – რა თქმა უნდა Skype-ის ბოლო ვერსიასთან Windows-ზე და მიმდინარებეტაზე მაკისთვის.
ამის გარდა განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
- ახალი მართვის პანელი ზარების მართვის ღილაკებით.
- სწრაფი ძიება ისტორიაში ჩატში და ძველი შეტყობინებების მოხერხებული დათვალიერება.
- შეტყობინებების ოფლაინ მიწოდება
- კონტაქტების პერსონალიზაცია
- გაწყვეტილ ზარებზე სწრაფი დაბრუნება
- მცურავი პანელი «კონტაქტების მონიტორი», რომელიც ონლაინში მყოფი მეგობრებისა და ჯგუფებს გვაჩვენებს.
ახალი ვერსიის ჩამოტვირთვა შეიძლება მისამართზე http://www.skype.com/intl/en/get-skype/on-your-computer/macosx/beta/
httpvhd://www.youtube.com/watch?v=787jqu1mUaA

windowsistvis male gamova ? ? ?
momdzulda es 4.X skype 😀
უკვე გამოსულია 5.0 ბეტა
exla gadmovwere gaixare : )