ტუბინგენის უნივერსიტეტის (Universität Tübingen) მკვლევარებმა და გერმანული კომპანია Retina Implant-ის სპეციალისტებმა შიმუშავეს ჩიპი-იმპლანტანტი, რომელსაც შეუძლია ბრმისთვის მხედველობის დაბრუნება. ჩიპის ზომაა 3х3 მმ მას აქვს 1520 ზემგრძნობიარე შუქდიოდი და ის მაგრდება პაციენტის თვალის ბადურაზე, ხოლო წარმოქმნილი იმპულსები უშუალოდ მხედველობით ნერვს მიეწოდება.

პაციენტებზე კლინიკურმა კვლევებმა, რომლებსაც თვალის გუგის უჯრედების დეგენარაცია ჰქონდათ, აჩვენეს, რომ იმპლანტირების შემდეგ პაციენტს უკვე შეეძლო სხვადასხვა ობიექტების არა მხოლოდ სიმკვეთრის და ფორმის გარჩევა, ასევე ზოგიერთი საგნების ერთმანეთისაგან გარჩევაც შეძლეს. 11 პაციენტიდან ერთ-ერთმა მიიკა ტერჰომ (Miikka Terho), რომელსაც ჩიპი-იმპლანტი ჰქონდა თვალში თავისი სახელის წაკითხვაც კი შეძლო.

სხვა გადაწყვეტილებებისგან განმასხვავებელი ის აქვს იმპლანტს, რომ მას არ სწირდება დამატებითი ვიდეოკამერა, იქიდან გამომდინარე, რომ გამოსახულების ფორმირებაში უშუალოდ პაციენტის თვალი იღებს მონაწილეობას.

სამწუხაროდ, შექმნილ ჩიპს არ შეუძლია ყველა ბრმას დაუბრუნოს მხედველობა. იმპლანტანტს შუძლია მხედველობის დაბრუნება ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ პიგმენტური რენიტი და თვალის ბადურის დისტროფია, ასეთი პაციენტი მსოფლიოში 200 ათასია. ჩიპის კიდევ ერთ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მას სჭირდება დატენვა და დამატებითი ფოკუსირება სპეციალური სათვალეების სახით. დღესდღეობით მკვლევარები იმუშავებენ იმპლანტის ახალ ვარიანრს, უსადენო გარე კვებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.