StreakSmart-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანია Dell გამოსაშვებად ამზადებს მეორე თაობის პლანშეტს Streak-ს.
არსებული მონაცემებით პლანშეტი შეინარჩუნებს 5-დიუამიან დისპლეის, ხოლო წერტილოვანი გარჩევადობა 480×800-დან გაიზრდება 1280×800-მდე. სავარაუდოდ, გარდა ამისა, მოდელს ექნება Qualcomm Snapdragon-ის ორბირთვიან ჩიპი. ხოლო პროცესორის ტაქტური სიხშირე იქნება 1,2 გჰც.
პლანშეტის კოდური დასახელებაა Opus One.
მეორე თაობის Dell Streak-ის ანონსი შედგება შემდეგი წლის მაისში.
გამოყენებულია StreakSmart-ის მასალები.

