Nokia-ს ფლაგმანური მაღაზია ჩიკაგოში (FoneArena.com-ის ფოტო).
Gartner-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე, მობილური აპარატების გაყიდვის მაჩვენებელი ორნიშნა პროცენტით გაიზარდა.
ივლისიდან სექტემბრამდე, სულ, 417 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.
სმარტფონების მიწოდება ორჯერ გაიზარდა: თუ ერთი წლით ადრე 41 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა, დღეისათვის ეს მონაცემი 80,5 მლნ ერთეულს აჭარბებს.
Nokia 117,5 მლნ რეალიზებული ტელეფონით მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად რჩება. თუმცა, კომპანიის საბაზრო წილი, ერთი წლის განმავლობაში, 36,7-დან 28,2%-მდე შემცირდა.
ჩრდილო კორეული კომპანიები Samsung და LG შესაბამისად მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ. პირველმა კოპანიამ, სამი თვის განმავლობაში, 71,7 მლნ «ყურმილის» რეალიზება მოახერხა, რაც ბაზრის 17,2%-ს შეადგენს, ხოლო მეორემ — 27,5 მლნ აპარატი, ანუ საერთო ჯამში 6,6%.
უმსხვილესი მწარმოებლების სიაში, 13,5 მლნ გაყიდული «აიფონითა» და ბაზრის 3,2%-ით, სტივ ჯობსის იმპერია მეოთხე ადგილს იკავებს.
ხუთეულს კომპანია Research In Motion ხურავს, რომელმაც ბაზრის 2,9%-ის დაკავება მოახერხა: 2010 წლის მესამე მეოთხედში, კანადურმა ვენდორმა 11,9 მლნ აპარატი გაყიდა.
Gartner-ის რეიტინგში,ასევე, შევიდნენ: Sony Ericsson (2,5%), Motorola (2,1%), HTC (1,6%), ZTE (1,4%) და Huawei Technologies (1,3%).
წყარო Gartner.

