ამერიკულმა ფიჭურმა ოპერატორმა Verizon Wireless-მა ზედმეტი ხმაურის გარეშე დაიწყო გუგლფონის Motorola Droid 2 Global-ის გაყიდვაში გამოშვება, რომელიც არის Droid 2-ის გაუმჯობესებული ვერსია.

სიახლემ მიიღო1,2-გიგაჰერციანი პროცესორი და ასევე ” გლობალური” რადიომოდული CDMA EV-DO Rev. A, GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSDPA ფიჭური ქსელების მხარდაჭერით.

დანარჩენი მახასიათებლები არ შეცვლილა: აპარატს აქვს 3,7– დიუმიანი სენსორული ეკრანი წერტილოვანი გაფართოვებით 480×854 (FWVGA), 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და ორმაგი შუქდიოდური გაელვებით, 8გბ ინტეგრირებული მეხსიერება,  microSD ბარათის სლოტი მოცულობით 32 გბ–მდე, Bluetooth 2.1+EDR მოდული, Wi-Fi (IEEE 802.11b/g)  კონტროლერი, 3,5 მმ–იანი ბუდე ყურსასმენის შესაერთებლათ,” HDMI–Output”,  GPS-მიმღები და აქსელერატორი.

Motorola Droid 2 Global ფუნქციონირებს Android 2.2-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

გამოყენებულია Verizon Wireless -ის და Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.