მეცნიერები ცდილობენ რობოტებს ასწავლონ კითხვა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს დავალება არც ისე რთულია, რადგან თუნდაც კომპიუტერს ხომ შეუძლია დასკანირებული გამოსახულების ტექსტად გადათარგმნა.
მეცნიერებმა ტესტ რობოტ მარჯს (Marge) უბრალოდ დაუყენეს ნიშნების ოპტიკური ამომცნობი სისტემა (OCR), მართლწერის შესამოწმებელი პროგრამით და ლექსიკონით იმისათვის, რომ მისთვის ნებისმიერი წინადადება გასაგები იყოს. ძირითადი პრობლემა ჯერ-ჯერობით იმაში მდგომარეობს, რომ მანქანა ყოველთვის ვერ ხვდება სად არის ნაწერი და სად არა, და არ შეუძლია არაფრის წაკითხვა უსწორმასწორო ზედაპირზე. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სისტემა OCR იქმნებოდა მხოლოდ კომპიუტერებისათვის, რომელთანაც ზის ადამიანი და მან ზუსტად იცის სად არის ტექსტი და სად არა, შესაბამისად უთითებს. მარჯს “გონია” რომ ტექსტი ყველგანაა კედლებზე, ხეებზე და ა.შ.
მას შემდეგ რაც რობოტი აღმოაჩენს და წაიკითხავს სიტყვას ის უკავშირდება ინტერნეტს, ეძებს შესაბამის ონტექსტს და ცდილობს მისი ზუსტი მნიშვნელობის გაგებას. მაგალითად მან შეძლო თვითონ გაერკვია თუ რა არის Barclays — ბანკი და Strada — რესტორანი.
რობოტის შექმნაზე მუშაობენ ინგმარ პოზნერი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) და პიტერ კორკი კვინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (ავსტრალია) .
გამოყენებულია Daily Mail-ის მასალები.

