მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა პირველად დეტალურად აჩვენა, თუ როგორ იმოქმედა დინოზავრების გადაშენებამ ძუძუმწოვრების ზომებში გაზრდაზე.

ძუძუმწოვრები წარმოიშვნენ 210 მლნ წლის წინ და პირველი 140 მლნ წლის განმავლობაში რჩებოდნენ პატარებად (10-100გ), მანამ სანამ ეკოსისტემაში დომინირებდნენ დინოზავრები და სხვა გიგანტური რეპტილიები.

მასიურ განადგურებას (65 მლნ წლის წინ) რათქმაუნდა ძუძუმწოვრებმაც ვერ აუარეს გვერდი, მაგრამ ბოლომდე, ყველა სახეობა არ განადგურებულა, ხოლო გადარჩენილებს ახასიათებდათ რიგი თვისებები, რომლებიც დაეხმარათ მათ ახალ პირობებში ადაპტაციისას: ძირითადად ესენი იყვნენ პატარა ზომის ცხოველები, რომლებიც ცხოვრობდნენ ფუღუროებში, მიწისქვეშ.

ნაპოვნი ნარჩენების მასშტაბურმა კვლევამ ყველა კონტინენტზე აჩვენა, რომ მასიური განადგურების შემდეგ მალევე ძუძუმწოვრებმა დაიწყეს ზომაში მკვეთრი გაზრდა, პირველ პიკს მიაღწიეს ოლიგოცენის პერიოდისას (დაახლოებით 34 მლნ წლის წინ) ევრაზიაში, ხოლო მეორე — მიოცენისას (დაახლოებით 10 მლნ წლის წინ) ევრაზიაში და აფრიკაში.

ზოგიერთი ძუძუმწოვარი დარჩა პატარა ზომის და დაიკავეს ის ეკოლოგიური ადგილი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა იგივე ზომის არსებებს. რაც შეეხება იმ ცხოველებს რომლებმაც “გადაწყვიტეს” გაზრდა, მათი ზომები განუწყვეტლივ იზრდებოდა ყველა კონტინენტზე. სწორედ ეს გარემოება აძლევს მეცნიერებს იმის საშუალებას, რომ ძუძუმწოვრები გაიზარდნენ სხვა გიგანტური ჯიშების გაქრობის შედეგად, ანუ მათი გაქრობის შემდეგ განთავისუფლდა ეკოლოგიური კალაპოტი ასეთი ტიპის არსებებისათვის.

მაგრამ ძუძუმწოვრებმა მაინც ვერ შეძლეს დინოზავრებთან გატანაბრება. თანამედროვე მარტორქაც წინაპარი Indricotherium transouralicum სიმაღლეში აღწევდა 5,5 მეტრს ხოლო მისი წონა შეადგენდა 15 – 17 ტონას. არგენტინოზავრი იზრდებოდა 40 მეტრამდე და იწონიდა 110 ტონას! კვლევების ხელმძღვანელი ფელისა სმიტი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან ამის მიზეზად ასახელებს ძუძუმწოვრების თბილსისხლიანობას. ცვენს მიერ გამოყენებული ენერგიის დაახლოებით 90% იხარჯება ორგანიზმის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, რაც მკვეთრ საზღვრებს უწესებს ზრდას.

გიგანტური ძუძუმწოვრები საბოლოოდ გაქრნენ დედამიწის ზედაპირიდან პლეისტოცენური განადგურების შემდეგ. სპეციალისტების დიდი ნაწილი თანხმდება იმაში, რომ ამის მიზეზი პირველ რიგში გახდა ადამიანის მოქმედებები.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Science-ში.

გამოყენებულია Discovery News-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.