სექტემბერში Google-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ერიკ შმიდტი წარსდგა სენატის ანტიმონოპოლიური ქვეკომიტეტის წინაშე იმის გამო რომ Google დაადანაშაულეს საძიებო ბაზარზე ლიდერობით ბოროტად სარგებლობაში. როგორც მოსალოდნელი იყიო, შმიდტმა Google- ის პოზიციების დაცვას მოანდომა უმთავრესი დრო და დაასახელა კონკურენტები რაც მან სამართლიანი საქმიანობის დასტურად მოიყვანა.
“კონკურენტულ საშიშროებებს” შორის, რომელიც შმიდტმა დაასახელა, აღმოჩნდა Bing, Yahoo და Amazon. ასევე Siri “Apple-მა გაუშვა სრულია ახალი მიდგომა ძიებასთან: Siri – სერვისი ხმოვანი ძიებით და დავალებების შესრულებით, რომელიც iPhone 4S-ში არის ჩაშენებული” – დაწერა მან და მოიყვანა პუბლიკაციები სადაც Apple-ის პერსონალური ასისტენტი დასახელებულია, როგორც “Google-ის მკვლელი” და Apple-ის “ათვლის წერტილი” ძიების ბაზარზე.
“Siri – არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც არის ხმოვანი წვდიმის საშუალება iPhone-ის გავლით, რომელიც წარმოადგენს ინოვაციას ძიებაში” – განმარტა შმიდტმა. “Google-ს ყავს ბევრი ძლიერი კონკურენტი და ჩვენ ზოგჯერ არ გვაქვს საშუალება სიმეტრიულად ვუპასუხოთ საშიშროებას, რომელიც კონკურენტ მეთოდებს აქვს ინფორმაციასთან წვდომის საკითხებში.”
რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის კონკურენტების ასეთი ქება – თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი ჩინოვნიკების წინ ხდება, რომელთა მიზანია ანტიკონკურენტული პრაქტიეკბის წინააღმდეგ ბრძოლა. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ერიკ შმიდტის კომენტარები საგრძნობლად შეიცვალა გაუსლ წელთან შედარებით, როცა ის უარყოფდა, რომ კომპანია Apple და Facebook წარმოადგენს “კონკურენტულ საშიშროებას” Google-ის საძიებო ბიზნესისთვის. ის დღეს ამბობს:”ჩემი განცხადება აშკარად მცდარი იყო”
წყარო: Habrahabr

