უკვე ცნობილი იყო ჭორები Barnes & Noble-ის მიერ შემდეგი თაობის NOOK მოწყობილობის გამოშვების შესახებ, მაგრამ დღეს ის უკვე ოფიციალური გახდა. სიახლე საინტერესო გახდა ჩემთვის იმიტომ, რომ ვაპირებდი Amazon Kindle Fire-ის შეძენას, ახლა კი იგივე ფასში ალტერნატივა გაჩნდა, ამიტომ მომიწევს არც ისე ადვილი არჩევანის გაკეთება. გადავხედოთ მონაცემებს:
- 7-დიუმიანი IPS ლამინირებული ეკრანი
- 1GHz ორ-ბირთვიანი პროცესორი
- 1GB ოპერატიული მეხსიერება
- 16GB სიცრცე და SD ბარათების სლოტი
- დაახლოებით 400 გრამი
- ძალიან კარგი აკუმულატორი — 9 საათი ვიდეოს ყურება; 11.5 საათი კითხვა.
მოწყობილობა მუშაობს Android Gingerbread-ის მოდიფიცირებულ ვერსიაზე და საშუალებას არ მოგვცემს ვიმუშაოთ Android Market-ის სრულ ვერსიასთან, თუმცა ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც მისი წინამორბედი ისიც აუცილებლად მოხვდება პროფესიონალების ხელში, რომლებიც აუცილებლად გამოუშვებენ ალტერნატიულ ოპ. სისტემას Anroid-ის სრული ფუნქციონალით და შესაძლოა Ice Cream Sandwich-იც ვიხილოთ მის ეკრანზე 🙂
წყარო: Anrdoidpolice
