ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია კომპანია Samsung-ის ფლაგმანურ კომუნიკატორზე Stealth V-ზე (SCH-i510).
სმარტფონი მიიღებს დისპლეის წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Wi-Fi (IEEE 802.11n)-ს და DLNA ტექნოლოგიის მხარდაჭერას. დაუდასტურებელი მონაცემებით, აპარატს ექნება პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2-გცჰ, ასევე აღსანიშნავია, რომ სმარტფონს შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს დამუშავება (1080p-მდე).
პროგრამულ პლატფორმად არჩეულია Google Android-ის 2.2 ან 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემა.
გამორიცხული არ არის, რომ სიახლის ანონსი შედგეს Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ბარსელონაში (ესპანეთი) 14-დან 17 თებერვლამდე.
გამოყენებულია Electronista-ს მასალები.

