გამოჩნდა სავარაუდო ინფორმოაცია ფლაგმანურ კომუნიკატორზე LG, რომლის დებიუტიც სავარაუდოდ შემდეგი წლის დასაწყისში შედგება.

სმარტფონი კოდური დასახელებით Star, იქნება ერთერთი პირველი აპარატი, რომელიც იქნება nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმზე. მოწყობილობას გააჩნია, ორბირთვიანი პროცესორი ARM Cortex A9 ტაქტური სიხშირით 1 გჰც-მდე, სენსორული დისპლეი დიაგონალით 4 დიუმი, კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080р ფორმატში; გარდა ამისა არის დამხმარე კამერა ვიდეოზარებისთვის.

სხვა მახასიათებლეთან ერთად ნახსენებია MicroSD ფლეშ-ბარათის სლოტი, MicroUSB ბუდე და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 500 მა/სთ. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებული იქნება Google Android-ის ოპერაციული სისტემა ( ვერსია არ სახელდება).

დიდი შანსია, რომ სმარტფონის წარდგენა შედგეს CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ლას-ვეგაში (ნევადა, აშშ) 6-დან 9 იანვრამდე.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.