ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბიოლოგების მიერ ტელომერაზას ფუნქციის აღდგენაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დადებითად იმოქმედა თაგვების დაბერებულ ორგანიზმზე.

ტელომერაზა ქვია ფერმენტს (ტრანსკრიპტაზის საპირისპირო), რომელიც ხელს უშლის ქრომოსომების ბოლოების შემცირებას (ქრომოსომების ბოლოებს ტელომერები ქვია). ისინი მცირდებიან ზომაში უჯრედის თითოეული გაყოფისას, რასაც საბოლოოდ მის დაღუპვამდე მივყავართ. ფერმენტით ექსპერიმენტებს ატარებენ ღეროვან, სასქესო და გარკვეულ სხვა ტიპის უჯრედებზე, რომლებისთვისაც აუცილებელია მუდმივი დაყოფა, მაგრამ არ იყენებენ “ჩვეულებრივ” სომატურ უჯრედებში.

ტელომერაზის მოქმედების დარღვევის შემდეგ თაგვებს უვითარდებათ დიაბეტი და ოსტეოპოროზი, ხოლო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს. ავტორები ცდილობდნენ გაერკვიათ, შეიძლებოდა თუ არა ამ შემთხვევაში ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის აღდგენა და ჩაატარეს ცდები ცხოველებზე, რომლებსაც ტელომერაზა უაქტიურდებოდათ 4-ჰიდროქსიტესტოსტერონის მეშვეობით. თაგვები სიმწიფეს აღწევდნენ ფერმენტის გარეშე, შემდეგ მისი ფუნქციონირება განახლდა ერთი თვით.

როგორც აღმოჩნდა, ტელომერაზა მღრღნელებს უბრუნებს ნორმალურად გამრავლების შესაძლებლობას და აშკარად დადებით გავლენას ახდენს ელენთაზე, ღვიძლზე და ნაწლავებზე. ამას გარდა, ცხოველებს, რომელსაც გაუზარდეს ფერმენტის აქტივობა შესამჩნევად გაეზარდათ ტვინის ზომაც.

ამერიკელი მეცნიერების კოლეგები, ძირითადად, თავშკავებულად აფასებენ ახალი კვლევის შედეგებს. პირველი, თაგვები, რომლებსაც სრულიად “გათიშული” აქვთ ტელომერაზა ნამდვილად ვერ ჩაითვლება ადამიანის დაბერების ადექვატურ მოდელად. მეორეც აქტიური ტელომერაზები მჭიდროდაა დაკავშირებული სიმსივნის უჯრედების წარმოქმნასთან — რაც ნიშნავს, რომ ასეთი მეთოდის გამოყენება სიბერესთან საბრძოლველად ძალიან პრობლემური იქნება.

ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Nature-ში.

გამოყენებულია Nature News-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.