Lenovo-ს აღმასრულებელი დირექტორი იან იუანცინი (რეიტერის ფოტო).

კომპანია Lenovo-მ 2010-2011 ფინანსური წლის მეორე კვარტლის (რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა) მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.

კომპიუტერების, მსოფლიოში, უმსხვილესმა მიმწოდებელმა, სამი თვის განმავლობაში, $5,8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 40%-ით მეტია გასული ფინანსური წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა კომპანიის მოგება $4,15 მლრდ-ს არ აღემატებოდა.

Lenovo-ს კვარტალური მოგება, წლიური გამოთვლებით, 45%-ით გაიზარდა. თუ 2009-2010 ფ.წ.-ის მეორე მეოთხედში კომპანიამ $53 მლნ გამოიმუშავა, დღეისათვის — $77 მლნ.

ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების რაოდენობა, წლიური გამოთვლებით, 32%-ით გაიზარდა — $2,6 მლრდ-მდე. ასევე, განვითარებად რეგიონში კომპანიამ $1,1 მლრდ-ის ღირებულების პროდუქციის რეალიზება მოახერხა, ხოლო განვითარებულში — $2,1 მლრდ-ის.

პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე Lenovo-ს წილმა კომპანიისთვის რეკორდულ მაჩვენებელს, 10,4%-ს, მიაღწია. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განაცხადა, რომ პერსონალური კომპიუტერების მიწოდების ტემპის ზრდა საშუალო მაჩვენებელს სცილდება. მოკლედ, მოთხოვნა ნოუთბუქებზე და ნეტბუქებზე, ერთი წლის განმავლობაში, 38%-ით გაიზარდა, ხოლო სამაგიდო კომპიუტერებზე — 26%-ით. საშუალო მაჩვენებელი ბაზარზე, შესაბამისად, 13 და 5%-ს შეადგენს.

წყარო Lenovo.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.