HP ისევ ლიდერია.

მიმდინარე წლის მესამე მეოთხედში, კომპანია Gartner-ის ანალიტიკოსების შეფასებით, გაიყიდა 2,2 მლნ. სერვერული კომპიუტერი. ეს მაჩვენებელი 2009 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 14,2%-ით მეტია, როცა მსოფლიო ბაზრის მოცულობა 1,9 მლნ. ერთეულს  არ აღემატებოდა.

სერვერული კომპიუტერების მწარმოებელთა შემოსავალი, ერთი წლის განმავლობაში 15,3%-ით გაიზარდა — $10,7-დან $12,3 მლრდ-მდე.

უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულს, 715,5 ათასი გაყიდული სერვერული კომპიუტერითა (32,6%) და $3,94 მლრდ-ით (32,1%), ლიდერობს Hewlett-Packard.

IBM შემოსავლის მოცულობით მეორე ადგილზეა ($3,72 მლრდ, 30,2%), ხოლო გაყიდვების რაოდენობით — მესამეზე (287,6 ათასი, 13,1%). კომპანია Dell — შემოსავლით მესამეზეა ($1,79 მლრდ. 14,6%), ხოლო გაყიდვების რაოდენობით — მეორეზე (501,6  ათასი ერთეული, 22,9%).

შემოსავლის რაოდენობით მეოთხე ადგილზეა კომპანია Oracle — $764 მლნ. (6,2%). უმსხვილესი მიმწოდებლების ხუთეულის ბოლო ადგილზეა Fujitsu: გაყიდვების რაოდენობა — 75,5 ათასი (3,4%), ხოლო შემოსავალი — $582,2 მლნ. (4,7%).

წყრაო: Gartner.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.