კრემნიუმის ფირფიტა Xeon-ის პროცესორით (Intel-ის ფოტო).

კომპანია IDC-იმ х86-არქიტექტურის მიკროპროცესორების მსოფლიო ბაზარის, მესამე კვარტლის, კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

IDC-ის მიერ მოწოდებული მასალები იუწყებიან, რომ მიკროპროცესორების გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი შენელდა. მეორე კვარტალთან შედარებით, მესამე მეოთხედში ბაზრის მოცულობა 2,1%-ით გაიზარდა, ხოლო ფინანსური შემოსავალი — 2,5%-ით. შედარებისთვის: მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, ზრდამ შესაბამისად 3,6 და 6,2% შეადგინა.

წლიური გამოთვლებით მიკროპროცესორების გაყიდვების რაოდენობა 8,6%-ით გაიზარდა, ხოლო მოგება რეალიზებული პროდუქციიდან — 24,1%-ით. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ივლისსა და აგვისტოში მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო.

Intel გასულ კვარტალში ბაზრის 80,4%-ს აკონტროლებდა, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს მაჩვენებელი მეორე მეოთხედთან შედარებით 0,3%-ით დაბალია. AMD-მ წილი, სამი თვის განმავლობაში, 19-დან 19,2%-მდე გაზარდა, ხოლო, რაც შეეხება VIA Technologies — 0,3-დან 0,4%-მდე.

წყარო: IDC.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.