კომპანია Samsung განაცხადა, რომ ორი თვის განმავლობაში მოახერხა მილიონი პლანშეტური კომპიუტერის, Galaxy Tab-ის გაყიდვა.
7-დიუმიანი გაჯეტი წარმოდგენილი იყო 2 სექტემბერს IFA 2010-ის გამოფენაზე (ბერლინი, გერმანია), ხოლო მისი გაყიდვა დაიწყო ერთი თვის შემდეგ. ნოემბრის შუა რიცხვებში უკვე გაყიდული იყო 700-ათსი პლანშეტური კომპიუტერი, ეხლა კი გაყიდვების რაოდენობამ მილიონს მიაღწია.
წლის ბოლომდე “სამსუნგი” გეგმავს 1,5 მილიონამდე ასვლას.
Samsung Galaxy Tab იყიდება როგორც ფიჭური კავშირის ოპერატორებთან, ასევე საცალო გაყიდვაში (დამოკიდებულია ქვეყანაზე). აშშ-შ მისი შეძენა შეიძლება 600 დოლარად.
მოწყობილობის არსენალში შედის — 3G მოდული, ორი კამერა გარჩევადობით 1,3 და 3 მეგაპიქსელი, Bluetooth 3.0 მოდული , Wi-Fi (IEEE 802.11n) ადაპტერი, GPS-ნავიგაციის თნამგზავრული სისტემის მიმღები, 16 გბ მეხსიერება და 7-დიუმიანი დისპლეი (1024×600 წერტილი).
httpvhd://www.youtube.com/watch?v=XTPA43FV4vs
გამოყენებულია Samsung Hub-ის მასალები.

