Microsoft-ის გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი (2010 წლის 20 ოქტომბერი; კორპორაციის ფოტო).

ა.შ.შ-ს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა Microsoft თხოვნა იმის შესახებ, რომ გადაემოწმებინა საპატენტო დავა კანადურ კომპანია i4i-სთან.

კონფლიქტი 2007 წელს დაიწყო, როდესაც i4i დაადანაშაულა «მაიკროსოფტი» მისი ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებაში. გასული წლის გაზაფხულზე სასამართლომ i4i-ს სარჩელი დააკმაყოფილა და Microsoft-ს მოსარჩლისთვის $200 მლნ კომპენსაციის გადახდა დაევალა. მოგვიანებით ჯარიმის მოცულობა $290 მლნ-მდე გაიზარდა.

ამის შემდეგ, გეიტსის კომპანიამ რამდენჯერმე სცადა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა უშედეგოდ. დღეისათვის კორპორაციას რჩება ერთადერთი შანსი იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს დიდი ჯარიმა — თავისი უდანაშაულობა უზენაეს სასამართლოს უნდა დაუმტკიცოს.

როგორც ცნობილი გახდა, დავის მონაწილეები უზენაეს სასამართლოს თავიანთ არგუმენტებს მომავალი წლის გაზაფხულზე წარუდგენენ. საქმის საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2011 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში იქნება ცნობილი.

წყარო: Associated Press.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.