
კომპანია Qi Hardware–მ დაიწყო ჯიბის კომპიუტერების Ben NanoNote გაყიდვა 3 დიუმიანი დისპლეით (320×240 პიქსელი).
მოწყობილობა გაფართოვებულ კორპუსში იყენებს 336- მეგაჰერცულ პროცესორს XBurst Jz4720. ოპერატიული მეხსირების მოცულობა არის 32 მბ; მონაცემების შესანახად გამოიყენება ინტეგრირებული ფლეშ–მოდული მოცულობით 2 გბ. შესაძლებელია microSD–ის ფორმატის ბარათების გამოყენება.
Ben NanoNote აღჭურვილია მონოფონური დინამიკებით, მიკროფონით, USB 2.0 პორტით და ყურსასმენის შესართებლის ბუდით. მიუხედავად მცირე ზომისა – 99×75×17,5 მმ გაჯეტს აქვს QWERTY –კლავიატურია. კვებას უზრუნველყოფს აკუმულატრული ელემენტი მოცულობით 850 მა/სთ.
პროგრამულ პლატფორმად გამოიყენება ოპ. სისტემა Linux–ის ბირთვის ბაზაზე.
მიკროკომპიუტერის წონა არის 130 გრამი (აკუმულატორთან ერთად).
მისი ფასი არის 99 დოლარი.
გამოყენებულია Qi Hardware–ის და Engadget–ის მასალები.
