Новый смартфон, как ожидается, будет тоньше модели HTC Touch Pro2 (на изображении).

გამოჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია კომუნიკატორის Touch Pro3–ის შესახებ, რომელიც, როგორც მოსალოდნელია უახლოს მომავალში იქნება წარმოდგენილი კომპანია HTC–ის მიერ.

სმარტფონ Touch Pro3 უნდა იყოს Touch Pro2–ის შემცვლელი, აღჭურვილი 3,6-დიუმიანი სენსორული დისპლეით, GPS-მიმღებით, 3,2-მეგაპიქსელიანი კამერით, microSD ფორმატის ფლეშ–ბარათის სლოტით, მოდულებით Bluetooth 2.0+EDR და Wi-Fi (IEEE 802.11b/g).

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სიახლე შესრულებული იქნება «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილი იქნება QWERTY-კლავიატურით. პროგრამულ პლათფორმად, არჩეულია ოპერაციული სისტემა Windows Mobile 6.5.

არსებული მონაცემებით, მოწყობილობას ექნება, Qualcomm–ის პროცესორი სიხშირით 600 მჰც, 3–დიუმიანი სენსორული დისპლეი გაფართოვებით WQVGA (240×400), უკაბელო კავშირის ადაპტერი Wi-Fi (802.11b/g) და Bluetooth (2.1+EDR), GPS მიმღები, 3,2-მეგაპიქსელიანი კამერა და 512 მბ ფლეშ–მეხსიერება.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორამაციის მიხედვით, Touch Pro3–ის პრეზენტაცია შედგება ზაფხულში.

გამოყენებულია SlashGear–ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.