გრძელდება დავა იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში დაიწყო სიცოცხლის ევოლუცია — ცივში თუ ცხელში და საკმარისი იყო თუ არა დრო იმისათვის რომ განვითარებით დღევანდელ დონემდე მოსულიყო ადამიანი.

ჩაპელ-ჰილში სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევებით ირკვევა, რომ თუ ევოლუცია მიმდინარეობდა თბილ გარემოში მაშინ დრო საკმარისზე მეტიც კი იქნებოდა.

ქიმიური რეაქციის დაწყებისთვის, რომლებიც აუცილებელია ადამიანის სხეულის უჯრედებისათვის და ზოგადად მთელი ბუნებისათვის პასუხისგებელია ფერმენტები და ცილები. იმისათვის, რომ შევაფასოთ მათი თანამედროვე მნიშვნელობა და გავიგოთ ადრეული ევოლუციის სტადიები, დავაკვირდეთ იმას თუ რა სისწრაფით მიმდინარეობს რეაქციები მათი არარსებობის შემთხვევაში.

პროფესორ რიჩარდ ვულფენდენის ჯგუფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფერმენტების გარეშე ზოგიერთი რეაქციები გაგრძელდებოდა ორი მილიარდი წლის განმავლობაში. ამას გარდა, გამოთვლების პროცესისას გაირკვა, რომ ზოგიერთი რეაქციები ვერ განხორციელდებოდა სითბოს გარეშე. მაგალითად, ტემპერატურის 25 დან 100˚C-მდე გაზრდით რეაქცია აჩქარდებოდა 10მლნ-ჯერ. ბატონი ვულფენდენი აღიარებს, რომ ამ აღმოჩენამ ის შოკში ჩააგდო, რადგან ქიმიის ყველა წიგნში უკვე ძალიან დიდი ხანია ტემპერატურის ძალიან მწირ გავლენაზეა საუბარი. კერძოდ, ექსპერიმენტი, რომელიც 1866 წელს ჩატარდა აჩვენებდა, რომ რეაქციის აჩქარება ხდება ტემპერატურის 10˚C-მდე მომატებით.

აქიდან დასკვნა: მაღალმა ტემპერატურამ სავარაუდოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა რეაქციების განვითარების სისწრაფეში, რამაც გამოიწვია  დედამიწაზე ცხელ ადგილებში სიცოცხლის წარმოქმნა.

მკვლევარების გეგმებში შედის, ცდების გაგრძლება და სხვა კატალიზატორების გამოყენება.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

გამოყენებულია ScienceDaily-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.