გამომცებლობა Sony Computer Entertainment-მა (SCE) სარბოლო თამაშის Gran Turismo 5-ის გაყიდვების პირველადი შედეგები შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ თამაში, დიდი ლოდინის შემდეგ, ნოებრის ბოლოს გამოვიდა, PS3 პლატფორმისთვის.

გასული, ორი კვირის განმავლობაში სავაჭრო ქსელს თამაშის 5,5 მლნ ეგზემპლარი მიეწოდა, თუმცა გაყიდვების რაოდენობა ბევრად მცირე აღმოჩნდა — დაახლოებით ორჯერ.

ცნობილია, რომ დღეისათვის, მთელს მსოფლიოში, თამაშის 2,84 მლნ ასლი გაიყიდა. რეალიზაციამ პიკს პირველივე კვირას მიაღწია, როცა გაყიდვების ტირაჟმა 2,13 მლნ შეადგინა. ამის შემდეგ, სხვადასხვა რეგიონებში, გაყიდვების მაჩვენებელი 3-4-ჯერ დაეცა. ყველაზე მომგებიანი ევროპა აღმოჩნდა, სადაც პიველივე კვირას 1,23-ჯერ იყიდეს თამაში, ხოლე მეორე კვირას — 520 ათასჯერ. ყველაზე ცუდი რეზულტატი იაპონიაში დაფიქსირდა — 486 ათასი.

თუმცა, არსებობს სასიამოვნო ინფორმაციაც — სტუდია Polyphony Digital-მა თამაშის მეექვსე ნაწილის დამუშავება უკვე დაიწყო.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=oXtbXy5vO70

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: GamesIndustry

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.