ზეიმია PS3-ფლეიერების ქუჩაზე: გამომცემლობა Electronic Arts-მა RPG-ექშენის Mass Effect 2-ის PS3-ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ BioWare-ის დეველოპერები PS3-ვერსიაზე მუშაობდნენ (შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა მხოლოდ Xbox 360-სა და PC-თვის), ხოლო წუხელ გამოსვლის ზუსტი თარიღი გამოქვეყნდა: ა.შ.შ-ში რელიზი 18 იანვარს შედგება, ხოლო ევროპაში — 21 იანვარს.

ასევე გაირკვა, რომ PS3-ადფტერებისთვის ყველა იმ ჩამისატვირთ დამატებასთან კავშირი გახდება ხელმისაწვდომი, რითაც PC-სა და Xbox 360-ის მფლობელები სარგებლობენ.

თამაში მოგვითხრობს კაპიტან შეპარდზე, რომელიც უცხოპლანეტელ რასებთან შებრძოლებისას კინაღამ დაიღუპა. ორგანიზაცია «ცერბერის» მიერ გადარჩენილი კაპიტანი მიემართება ახალი დავალებების შესასრულებლად, რომელზეც დამოკიდებულია, არა მხოლოდ კაცობრიობის სიცოცხლე, არამედ გალაქტიკაში ყველა მოაზროვნე არსების ბედი…

შემქმნელები მოგვითხრობენ თამაშზე:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=9HX5bhyJaRs

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: VG247.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.