HTC-ის გენერალური დირექტორი პიტერ ჩოუ Mobile Asia Congress 2010-ის ჩვენებაზე (2010 წლის 17 ნოემბერი; textlad-ის ფოტო).
მომავალ წელს HTC 60 მლნ სმარტფონის რეალიზებას აპირებს, იუწყება DigiTimes.
ინფორმაცია, HTC-ის კოლოსალური გეგმების შესახებ, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ თავისი აპარატების მომავალ მიმწოდებლებთან ჩაატარა პრეზენტაცია. ღონისძიებას, სადაც დასახელდა ეს ციფრი, 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ხოლო აქედან ნახევარი იმ ფირმების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც HTC-ის მოწყობილობებისთვის სხვადასვა კომპონენტებს ამზადებენ.
კომპანიის გეგმების შესახებ ისეუბრა HTC-ის მთავარმა მენეჯერმა მეთიუ კოსტელომ (Matthew Costello).
აპარატების ძირითად OS-ს Android და Windows Phone 7 წარმოადგენს. გარდა ამისა, გავრცელდა ჭორი, რომ კომპანია Qualcomm Brew-ის ბაზაზე შექმნილ მოწყობილობების გაყიდვასაც აპირებს.
წყარო: DigiTimes

