ქსელში სულ ორი ჭორი დადის Windows Mobile 7-ის შესახებ, რომელიც ორმა ავტორიტეტულმა დასავლურმა ბლოგმა გაავრცელა. გამოცემა TechCrunch-მა ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ახალი WM 7 იქნება წარმოდგენილი MWC-ზე თებერვალში და იქნება iPhone OS-ის მსგავსი პლატფორმა. ნაწილობრივ მას ექნება უკუ მხარდაჭერაც წინა ვერსიებთან და ინტერფეისის რედაქტირების საშუალებაც დამატებითი გარსების სახით. ამის გარდა მასში იქნება მრავალამოცანიანობა. მწარმოებლებისთვის ის იმ შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი თუ გარკვეულ მოთხოვნებსა და სპეციფიკაციებს დააკმაყოფილებს მათი მოწყობილობა.

როგორც Gizmodo იტყობინება, WM 7-ის საბაზრო სახელი იქნება უბრალოდ “Seven”, მასში იქნება HD-ვიდეო და Zune-ის მსგავსი ინტერფეისი. სავარაუდო მინიმალური ტექნიკუირი მოთხოვნა იქნება 1 გიგაჰერციანი პროცესორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.