მიუხენის მეცნიერებათა აკადამიამ (გერმანია) IBM-თან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ევროპისთვის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის დაზმადებას ითვალისწინებს.

სისტემა SuperMUC განთავსდება ლაიბნიცის სახელობის სუპერკომპიუტერულ ცენტრში (გარხინგი, გერმანია) და გამოყენებული იქნება ევროპელი მეცნიერების მიერ კომპლექსური კველებისთვის შემდეგ სფეროებში: მედიცინა, ასტროფიზიკა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ SuperMUC-ს აქვს საფირმო გაგრილების სისტემა: მიკროპცესორის ტემპერატურას მიკროარხებში გამავალი წყალი დაარეგულირებს. IBM-ის განცხადებით, ეს ტექნიკური გადაწყვეტილება, სხვა სუპერკომპიუტერებთან შედარებით, SuperMUC-ს 40-პროცენტით ნაკლები ენერგომოხმარების საშუალებას მისცემს.

SuperMUC-ს გააჩნია Intel Xeon-ის 14 ათასი ჩიპი, რომლებიც მუშაობს IBM System x iDataPlex-ის სერვერში. როგორც, მოსალდნელია სისტემის წარმადობა მიაღწევს 3 პეტაფლოპს (კვინტილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში).შედარებისთვის: სუპერკომპიუტერების Top500-ის რეიტინგის ლიდერი — ჩინური სისტემა Tianhe-1A .

SuperMUC-ის გაშვება 2012 წლისთვის იგეგმება.

გამოყენებულია PC World-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.