
იაპონურმა კომპანიამ Canon ოფიციალურად განაცხადა რომ იწყებს დომენური ზონის რეგისტაციას სახელით .canon, რომელიც gTLD რეგისტრაციის ახალ წესებს ეთანხმება.
როგორც ცნობილია 2008 წლის ივნისიდან ახალი დომენური ზონების რეგისტრაცია საგრძნობლა გამარტივდა. ადრე განაცხადის მიღებისთვის საჭირო იყო სოციალური საჭიროების და აუცილებლობის დამტკიცება, ახლა ეს საჭირო არ არის.
ცალკეული gTLD-ის არსებობამ კომპანიის პროუქციის მყიდველებს უნდა გაუადვილოს ცხოვრება. მათ შესაძლებლობა ექნებათ მიმართშივე აკრიფონ კონკრეტული პროდუქტის მოდელი და მისი გეოგრაფიული განთავსების პარამეტრები, მაგ. ge.lasershot.canon სადაც პირდაპირ იქნება ქართულენოვანი ინფორმაცია LaserShot სერიის პრინტერების შესახებ. აღსანიშნავია ისიც რომ ეს მეთოდი ინფორმაციის ძიებასა და ნავიგაციას ძალიან გაამარტივებს.
Canon-ის განცხადებას ICANN – 2011 წლის მეორე ნახევარში განიხილავს.
