ჟურნალ Wired-ის (2010 წლის მაისი) გარეკანი: მამა და შვილი? (Gubatron-ის ფოტო)

Microsoft-ის კორპორატიული სტრატეგიის დეპარტამენტისა და შესყიდვების მმართველმა ფრიც ლანმანმა დაადასტურა, რომ იტ-გიგანტი, $15 მლრდ-ის სანაცვლოდ, ახალგაზრდა სოციალური ქსელის შთანთქმას აპირებდა.

ტეპ-მენეჯერმა ეს განცხადება LeWeb-2010-ის კონფერენციაზე (8-9 დეკემბერი, პარიზი, საფრანგეთი) ღონისძიების დამფუძნებელთან ლუკ ლემერთან გააკეთა, რომელმაც შეამჩნია, რომ Facebook იმეორებს Microsoft-ის განვითარების გზას.

თუმცა, თავიდან ეს ინფორმაცია დევიდ კირკპატრიკის წიგნში The Facebook Effect-ში მოხვდა. როგორც ავტორი წერს, 2007 წელს Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, Facebook-ის დამფიძნებელს, მარკ ცუკერბერგს, $15 მლრდ შესთავაზა, მაგრამ მან განუცხადა, რომ კომპანია არ იყიდება.

საბოლოო ჯამში იტ-ინდუსტრიის ტიტანი, $240 მლნ-ის სანაცვლოდ, აქციების 1,6%-ს დათანხმდა.

დღეისათვის კომპანიები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. საძიებო სისტემა Bing-ის საშუალებით Facebook-ის მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია თავის მეგობარზე, ხოლო სოციალური ქსელის წერილების გაგზავნის ახალი სისტემა Microsoft Docs-ის საოფისე პროგრამების ვებ-სერვერთან არის ინტეგრირებული.

ფრანც ლანმანის განცხადებით, Facebook თავისი «უფროსი ძმის» გასწრებას მალე შეძლებს. დღეისათვის ორივე კომპანიის ღირებულება შესაბამისად $50 მლრდ-სა და $220 მლრდ-ს შეადგენს.

წყარო: TechCrunch

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.