კაზუალური თამაშის, Angry Birds-ის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $50 მლნ-ს გადააჭარბა.
ჯერჯერობით თამაში მხოლოდ მობილური მოწყობილობების (iOS, Android, Symbian^3) მფლობელთათვის არის ხელმისაწვდომი; დეველოპერები გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალშ თამაში გამოვა PC-თვის, «მაკინტოშისთვის», ყველა კონსოლისთვისა და სოციალურ ქსელ Facebook-თვის.
სტუდია Rovio-ს თამაში ბაზარზე 2009 წლის 10 დეკემბერს გამოჩნდა. ერთი წლის განმავლობაში Angry Birds-მა შეძლო iOS-პლატფორმის ყველაზე პოპულარული თამაშების სიაში მოხვედრა. გულშემატკივრების 50 მილიონიანი არმია 200 მილიონ წუთს ატარებს «გაბრაზებულ ჩიტთან».
პოპოლარობის უმთავრესი მიზეზი არის რეალიზაციის სიმარტივე, სასაცილო სიუჟეტი, «სუფთა ფიზიკა» და ხშირი განახლება. პატარა ეკრანზე იბრძვიან ფრინველები და ღორები. უკანასკნელს იცავს გალავანი; შურდულიდან გატყორცნილი ფრინველები კი ცდილობენ მტრის დამარცხებას. თითოეულ მათგანს აქვს «უნიკალური» შესაძლებლობები, რაც სხვადასვანაირი ტიპის ნგრევას იწვევს…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=1Bk_nqUQ0fc
ვიდეო-რგოლი თამაშიდან:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=bNNzRyd1xz0
წყარო: Wired

