გამომცემლობა Square Enix-ი იუწყება, რომ ექშენ Deus Ex: Human Revolution-ის რელიზის თარიღი გადაიდო, მაგრამ კონკრეტულიუ მიზეზი არ გახლავთ ცნობილი.
გამომცემლობა ზოგადად საუბრობს მიზეზებზე: “ჩვენ გვჭირდება დამატებითი დრო, რადგან გავაუმჯობესოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება”. თამაშის შექმნით დაკავებულია სტუდია Eidos Montreal, რომელიც გვპირდებოდა, რომ დაასრულებდა პროექტს 2011 წლის დასაწყისში.
სამწუხაროდ, დღეს განაცხადეს, რომ რელიზი გადაიდო 2011 წლის პირველ კვარტლამდე. ანუ თამაშის გამოსვლას უნდა ველოდეთ შემდეგი წლის აპრილიდან ივნისის თვემდე. პროექტი შემუშავდება პერსონალური კომპიუტერებისათვის, PlayStation 3 და Xbox 360-ისათვის.
Human Revolution — ეს არის თამაში, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს 2027 წელს, პირველ ნაწილამდე 25 წლით ადრე. ადამ იენსენი არის კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც შექმნა ბიოქიმიური იმპლანტი. ერთხელ დამსაქმებელს თავს დაესხნენ უცხოები და ეხლა საჭიროა გამოძიების ჩატარება.
გამოიყენება Eurogamer-ის მასალები.

