
Wall Street Journal–ის ინფორმაციით, კომპანია ინტელმა 16 მარტს ოფიციალურად წარმოადგინა სერვერული ექვსბირთვიანი პროცესორი Xeon. ახალი ჩიპის აქვს 30 პროცენტით ნაკლები ენერგომოთხოვნა ვიდრე ამ თაობის წინამორბედი პროცესორები.
კორპორაციაში განაცხადეს რომ, სერვერი ესეთ Xeon–ზე ტოლფასია თხუთმეტი ერთბირთვიანი პროცესორის. აღსანიშნავია რომ, ერთბირთვიან პროცესორებს ფაქტიურად არ იყენებენ სერვერულ ბაზარზე.
ეს არის Intel–ის პირველი ექვსბირთვიანი სერვერული პროცესორი. მარტის დასაწყისშივე კომპანიას უკვე გაკეთებული ჰქონდა ანონსი ექვსბირთვიან ჩიპზე Core i7 980X Extreme Edition–ზე პერსონალური კომპიუტერებისთვის.
უკვე დადებულია ხელშეკრულება 100 ათას ახალ Xeon–ის პროცესორების გამოშვებაზე. ძველი Xeon–ის ექვს ბირთვიანი მოდელების ფასი იქნება 1663 დოლარი, ათას ცალ ტირაჯზე.
Intel–ის მთავარი კონკურენტი, AMD, გამოუშვებს თავის ახალ სერვერულ პროცესორს, ცნობილი კოდური დასახელებით Magny-Cours, მარტის ბოლომდე. Magny-Cours გამოვა 8–ბირთვიანი და 12–ბირთვიანი ვარიანტები. მოწყობილობა იქნება მასიური სეგმენტი სერვერულ ბაზარზე შედარებით დაბალი ფასით ჩიპეპბზე.
