

შემდეგი წლის პირველ ნახევარში კომპანია Apple გამოუშვებს მისი პროდუქტების განახლებულ ვერსიებს გამოუშვებს. კონკრეტულად: MacBook Pro და iMac-ის ახალ მოდელებს.
არსებული ინფორმაციის საფუძველზე, MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზი მინიმუმ ოთხი მოდელით იქნება წარმოდგენილი. iMac მხოლოდ დიდი ზომის დისფლეებით იქნება შეცვლილი. (ახლა მონობლოკები მხოლოდ 21,5 და 27 დიუმის ზომებში გამოდის)
მოსალოდნელია რომ ახალ მოდელებში იქნება Intel Sandy Bridge აპარატული პლატფორმა და ოქტომბერში ანონსირებული შემდეგი თაობის Mac OS X Lion ოპერაციული სისტემა.
წყაროები აღნიშნავენ, რომ 2010 წელს Apple საბოლოო ჯამში შეძლებს გაყიდოს 10 მილიონი ნოუთბუქი, ხოლო შემდეგ წელში ფირმას აქვს გაყიდვების 30-40%-ით გაზრდის შანსი.
ახალი პროდუქტების აწყობის შეკვეთა შესაძლოა მიიღონ კომპანიებმა: Quanta Computer და Foxconn Electronics, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
მომზადებულია DigiTimes და TechConnect Magazine-ის მასალებით
