
კომპანიამ Sony განაცხადა რომ, უახლოეს მომავალშ გამოვა ოფიციალური PlayStation – პროგრამა მობილური მოწყობილობებისათვის პლატფორმებზე iOS 4+ და Android 1,6+ ვერსიებისათვის.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი კონსოლის თამაშები იქნება წარმოდგენილი ახალ პროგრამაში, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით წვდომა იქნება PlayStation Network-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე.
პროგრამის პირველი ვერსია მხოლოდ ბრიტანეთი, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და ნიდერლანდების მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ რელიზში დაემატება კიდევ რამოდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა.
მომზადებულია Sony-ს მასალებით.
