ნახტომი მილიარდზე…
პირველი სახის შუთერმა Call of Duty: Black Ops-მა გამომცემლობა Activision-ს მილიარდი დოლარი მოუტანა.
Call of Duty: Black Ops-ის მსოფლიო პრემიერა 2010 წლის 9 ნოემბერს შედგა. «ყველა გასართობ მედია პროექტს შორის მხოლოდ თამაშმა Call of Duty-იმ და ფილმმა Avatar-მა შეძლო ასე სწრაფად მილიარდის გამომუშავება», — აცხადებს Activision-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობი კოტიქი (Bobby Kotick).
დღეისათვის თამაშის 17 მლნ ასლია გაყიდული. პირველი ხუთი დღის განმავლობაში კომპანიამ $650 მლნ მიიღო, რაც Modern Warfare 2-ის მიერ დამყარებულ რეკორდთან შედარებით $100 მლნ-ით მეტია.
პროექტი, რომელიც სტუდია Treyarch-მა შექმნა, გამოვიდა PC-ზე, PlayStation 3-ზე, Xbox 360-ზე და Wii-ზე.
თამაშის კომპლექტაცია სტანდარტულია: ჩვეულებრივი კამპანია და ონლაინ რეჟიმი. ეს არის ისტორია ამერიკის სპეცქვედანაყოფის მეომარზე, რომელიც მტრის ტერიტორიაზე საიდუმლო ოპერაციას ახორციელებს. ჯერ კიდევ Black Ops-ის დასაწყისში ჩვენ ვერევით ფიდელ კასტროს ცხოვრებაში, შემდეგ მივემგზავრებით ურალში, ხოლო შემდეგ კი ვიეტნამში…
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=l1pUiQxVjvU
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: Eurogamer

