მოწყობილობას სახელად EngKey შეუძლია ლაპარაკი, წიგნების კითხვა, ინგლისური სიმღერების სიმღერა და მუსიკაზე ცეკვა.
ერთი მეტრის სიმაღლის კვერცხის ფორმის რობოტი შექმნილია კორეის მეცნიერების და ტექნოლოგიის ინსტიტუტში (KIST). მანქანა გადაადგილდება ბორბლებზა, ხოლო თავის ნაცვლად მას აქვს დისპლეი, რომელზეც ევროპელი ქალის სახეა გამოსახული.
მოწყობილობას დისტანციურად მართავს “ცოცხალი” ინგლისურის მასწავლებელი. კამერა აფიქსირებს ოპერატორის მიმიკას და დაუყოვნებლის ახდენს დისპლეიზე მის ტრანსლირებას, იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უკუკავშირის განცდა.
EngKey-ის მთავარი პლიუსი ისაა, რომ მისი “ცოცხალი” კოლეგებისაგან განსხვავებით, ის არ იწვევს შიშს და უნდობლობას ბავშვებში. ხოლო სკოლის დირექციას არ ექნება საზრუნავად თანამშრომლის ხელფასი, სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.
29 ასეთმა რობოტმა უკვე დაიწყო ქალაქ ტეგუს 21 სკოლაში. საპილოტო პროექტი სამხრეთ კორეის ხელისუფლებისაგან მიიღებს 1,37 მლნ დოლარს. მათი მიზანია “მექანიკური დამხმარეების” ფუნქციის გაფართოება, მათთვის სხვა საგნების სწავლება (სხვადასხვა დონეზე), ასევე მათი მიზანია, რომ EngKey გახდეს უფრო ხელმისაწვდომი $4–7 ათასი. ეხლა რობოტის ფასია 8,7 ათასი დოლარი.
აღმზრდელობითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რობოტები მასწავლებლებს ადგილს არ ართმევენ. პირიქით ისინი მათ, გარკვეული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან. მაგალითად, მანქანები “დათანხმდებიან” სხვადასხვა სოფლებში მუშაობას, სადაც ინგლისურის მასწავლებლები დიდი იშვიათობაა.
გამოყენებულია ფრანც პრესის მასალები.

