Apple-ის თანადამაარსებელმა და ცნობილმა პერონამ ტექნოლოგიების სამყაროში სტივ ვოზნიაკმა მოიარა მაღაზიები სადაც ექსკლუზიურად მიიღო უახლესი მოწყობილობები. ის კომპანია Google-ის სათაო ოფისშიც მივიდა რომ მიეღო მისთვის განკუთვნილი Samsung Galaxy Nexus, ტელეფონი, რომელიც მოწოდებულია დაამარცხოს Apple-ის iPhone 4/4S. ვოზნიაკი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღო მოწყობილობა ოფიციალურ რელიზამდე.
Google და Samsung-მა უკვე გამოუშვეს ეს ტელეფონი დიდ ბრიტანეთში და მალე გამოჩნდება Verizon-ის შიდა სისტემაში, რის შემდეგაც ის ოპერატორის მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ვოზნიაკის ექსკლუზიური წვდომა მოწყობილობაზე დაადასტურა Google-ის ინჟინერმა კრილ გრუჩნიკოვმა და გამაქვეყნა მისი რამოდენიმე სურათი Android-ის გუნდთან ერთად. მანამდე კი ვოზის ტვიტერზე გაჩნდა ტექსტი სადაც ის წერდა, რომ ეძებს Galaxy Nexus-ს Best Byu-ს მაღაზიებში.
რას ნიშნავს ეს? ვოზნიაკი – Android-ის ფანი თუ მისი მოძულე და ამასთანავე სტივ ჯობსის პარტნიორი, რომელმაც თერმობირთვული ომი გამუცხადა Google-სა და Android-ს.


