ავსტრალიელი სტუდენტების ქმნილებამ შეძლო 88,7 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა, რაც 10 კმ/სთ-ით მეტია ვიდრე აქამდე 20 წელზე მეტ ხანს არსებული რეკორდი.

ტრანსპორტი, რომელსაც სახელად Sunswift IV დაარქვეს, როგორც ხედავთ არც ისე გავს უბრალო ავტომობილს. ეს უფრო “ფრთაა” რომელიც დაფარულია მზის პანელებით და რომლის უკანა ნაწილშიც ჩაშენებულია პატარა კაბინა. კორპუსი დაყრდნობილია სამ ბორბალზე (უკანა მოთავსებულია მძღოლის კაბინის ქვეშ).

ახალგაზრდა კონსტრუქტორები სამხრეთ უელსის ახალი უნივერსიტეტიდან ირწმუნებიან, რომ მსგავსი ავტომობილები უნდა იყვნენ ძალიან მსუბუქები და ჰქონდეთ შესანიშნავი აეროდინამიკა, იმიტომ რომ სიმძლავრე, რომელიც გენერირდება მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტების მიერ შეადგენს სულ 1 050 ვატს.

გასაგებია, რომ ფართე თხელი ზედაპირი, რომელიც აუცილებელია ფოტოელემენტების განსატავსებლად, არ უნდა იყოს ეკიპაჟის მიწიდან აფრენის მიზეზი. ამიტომ ამ შემთხვევაში შემქმნელებმა გამოიყენეს მეთოდი რომელსაც ეძახიან Ground effect-ს: კაბინის ბოლო, ასევე პანელები, რომლებიც ფარავენ წინა ორ ბორბალს მაქსიმალურად ახლოსაა მიწასთან, რაც ზრდის ძალას, რომელიც უფრო მეტად აწვება ავვტომობილს მიწისაკენ.

Sunswift IV-მა რეკორდი დაამყარა HMAS Albatross-ის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ავსტრალიურ ქალაქ ნაურაში. რეკორდი უკვე ოფიციალურია, ის დაარეგისტრირეს Guinness World Records – ის წარმომადგენლებმა 500 მეტრის სიგრძის ასაფრენ ბილიკზე. მზის მანქანის პილოტი იყოპროფესიონალი მრბოლელი ბერტონ მოერი.

ცნობილია, რომ წინა რეკორდსმენი იყო Sunraycer, რომელიც ეკუთვნის General Motors-ს. 1987 წელს ამ მანქანამ 78 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

ივარაუდება, რომ Sunswift IV მიიღებს მონაწილეობაზ “მზის მანქანების” რალიში World Solar Challenge, რომელიც ჩატარდება ავსტრალიაში 2011 წლის ოქტომბერში. მანამდე კი შემქნელებს გეგმაში აქვთ ავტომობილი აჩვენონ სკოლის მოსწავლეებს, რათა ახალგაზრდები დაინტერესდნენ და გაიგონ ეკო ტექნოლოგიით.

რეკორდის ვიდეოჩანაწერი:

გამოყენებულია Sunswift-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.