კომპანია NEC-მა, როგორც მოსალოდნელი იყო CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა (ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ, 6-9 იანვარი) წარმოადგინა პლანშეტური კომპიუტერის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ორი სენსორული ეკრანი.

კომპიუტერმა მიიღო დასახელება LT-W Cloud Communicator, რომელსაც გააჩნია 1-გიგაჰერციანი ARM Cortex პროცესორი, Wi-Fi, Bluetooth 2.1+EDR , GPS მიმღები, აქსელერომეტრი, კამერა 3-მეგაპიქსელიანი მატრიცით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში. მომავალი მოდელები ასევე მიიღებენ 3G-ის ან 4G-ის მოდულს.

დისპლეის აქვს 7 დიუმიანი დიაგონალი, წერტილოვანი გარჩევადობით 800×600, ორი USB-პორტი, SDHC სლოტი და დინამიკი. პლანშეტის წონაა 530 გრ.

LT-W Cloud Communicator ფუნქციონირებს Google Android 2.1 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. პლანშეტის ერთ დისპლეიზე შესაძლებელია ნავიგაციური რუკის და მეორზე ინფორმაციის ნახვა; მაგალითად: სხვადასხვა გასართობი დაწესებულებების და ა.შ. ორი დისპლეის მეშვეობით შესაძლებელია მრავალი მანიპულაციის ჩატარება.

სავარაუდოდ, პლანშეტის გაყიდვები დაიწყება გაზაფხულზე იაპონიაში, ხოლო სხვა ქვეყნებში უფრო მოგვიანებით. დამკვირვებლების ვარაუდობენ, რომ პლანშეტის ღირებულება იქნება 800 დოლარი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=B-xw4Pn6Cko

გამოყენებულია CNET News-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.