შაბათს, 15 იანვარს, საერთაშორისო ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედია დაარშებიდან ათი წლის თავს ზეიმობს.
პროექტი Wikipedia 2001 წელს გაეშვა, ახალგაზრდა ამერიკელის, ჯიმი უელსის მიერ. ჯეიმსის იდეას თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა: კრიტიკოსებს მოდელის სიცოცხლისუნარიანობაში ეჭვი ეპარებოდათ (რადგან ჩანაწერების რედაქტირება ნებისმიერ ვებ-მომხმარებელს შეუძლია), უთითებდნენ სტატიების შეცდომებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფონდ Wikimedia Foundation-ს ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა…
ასე იყო თუ ისე, ათი წლის შემდეგ ვიკიპედია მსოფლიოში უმსხვილეს ინტერნეტ რესურსად გადაიქცა. ენციკლოპედიის მონაცემთა ბაზაში 260 ენაზე თარგმნილი 18 მლნ სტატია ინახება. ბოლო თვეში, Wikimedia-ს ფონდმა შეძლო $16 მლნ შემოწირულობის მიღება, რომელიც რესურსმა მიიღო არა კონკრეტული პირისგან, არამედ ქსელის მომხმარებლებისგან.
ვიკიპედიას სტატიების უდიდესი ნაწილილი ინგლისურ ენაზეა შესრულებული: 3,5 მლნ სტატიაზე მეტი. კიდევ ორი მილიონი — გერმანული და ფრანგული სეგმენტი.
იუბილე, მთელი მსოფლიოს დიდ ქალაქებში გრანდიოზული ზეიმით აღინიშნება!
დაბადების დღეს გილოცავთ ვიკი!
წყარო: PC World

