ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ნანონაწილაკები, რომლებიც სრულიად იმეორებენ ერითროციტების ძირითად მახასიატებლებს.
ახლადგამოგონებული ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც ცნობილია PRINT (Particle Replication in Non-wetting Templates)-ის სახელით, ჯოზეფ დესიმონმა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა ისწავლეს ძალიან თხელი ჰიდროგელური ნაწილაკების დამზადება, რომლებიც იმეორებენ სისხლის წითლი უჯრედების ზომას, ფორმას და მოქნილობას.
ნაწილაკებიზე ექსპერიმენტი ჯერ-ჯერობით არ ჩატარებულა, ანუ ზუსტად არ არის ცნობილი ჯერ კიდევ შეზლებენ თუ არა ისინი ჟანგბადის და თერაპევტული პრეპარატების ტრანსპორტირებას. ერთი ის არის ცნობილი დღეისათვის, რომ სინთეტუკური სხეულები გულსისხლძარღვოვან სისტემაში “რჩებიან” იმდენ ხანს რამდენ ხანსაც რეალური უჯრედები.
ყველაფრის მიუხედავად მკვლევარები თვლიან, რომ მათ მიაღწიას დიდ მწვერვალებს, იმითი, რომ გახადეს ნაწილაკი ასეთი ელასტიური, — სწორედ დეფორმაციაა ის მთავარი თვისება ერითროციტებისა, რაც მათ სისხლზარღვების ვიწრო ხვრელებში გაძრომის საშუალებას აძლევს. ხოლო სიცოცხლის ბოლოს უჯრედები კარგავენ ელასტიურობას და უკვე აღარ შეუძლიათ ელენთის “ფილტრის” გავლა.
ერითროციტები დაახლოებით 120 დღე ცოცხლობენ, ხოლო თაგვებში კი 92,29 საათი.
მოქნილობის იმიტაცია მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებებისთვისაც. საქმე იმაშია, რომ სიმსიმნის უჯრედები უფრო რბილია ვიდრე სხვა ჯანმრთელი უჯრედები, ეს კი მათ მთელ ორგანიზმში გავრცელებას უწყობს ხელს. მოქნილი ნაწილაკები რომლებსაც გადააქვთან კიბოს საწინააღმდეგო წამალი, გახდება ონკოლოგიური დაავადებისთვის “ღირსეული პასუხი”.
ხელოვნური ერითროციტის დიამეტრი შეადგენს 6მკმ-ს.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.
გამოყენებულია Futurity-ის მასალები.

