სარბოლო თამაშის, Need for Speed-ის რიგით მეჩვიდმეტე ნაწილი Shift 2: Unleashed მარტის მიწურულს გამოვა, აცხადებს გამომცემლობა Electronic Arts.
დამუშავება პრაქტიკულად დასრულებულია და სტუდია Slightly Mad-ს თამაშის გამოსაშვებად უკვე აღარაფერი შეუშლის ხელს. თამაში ევროპაში 24 მარტს გამოჩნდება, 25-ში — დიდ ბრიტანეთში, ხოლო 29 მარტს — ა.შ.შ-ში.
დეველოპერების აზრით თამაში დიდ კონკურენციას გაუწევს Sony-ის Gran Turismo-სა და Microsoft-ის Forza Motorsport-ს. მოთამაშეს სხვადასხვა ტიპის რუკები, დახვეწილი გრაფიკა და ამასთან ერთად GT1 World Championship-ისა და GT3 European Championship-ის 2010 წლის ტურნირები ელოდება, ასევე ასობით ავტო-სტრადა და 130-ზე მეტი ავტომობილი.
შესაძლებელია როგორც ერთი მოთამაშით, ასევე ონლაინ რეჟიმში თამაში. პლადფორმა: PC, PS3 და Xbox 360.
თამაშის თრეილერი:
წყარო: Eurogamer

