Motorola-მ CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში (6–9 იანვარი, ნევადა, აშშ) წარმოადგინა სმარტფონი Droid Bionic, რომელიც განკუთვნილია ფიჭური ოპერატორის Verizon Wireless-ის აბონენტთათვის.
Motorola Droid Bionic –– ამერიკული ვენდორის პირველი სმარტფონი, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის ფიჭური ქსელის LTE სტანდარტის მხარდაჭერა; გარდა ამისა მოდელი მუშაობს CDMA EV-DO ქსელებში. მოწყობილობას გააჩნია nVidia Tegra-ს მეორე თაბის ჩიპი გიგაჰერციანი ორბირთვიანი ცენტრალური პროცესორით.
მოწყობილობა ფუნქციონირებს Android 2.2 ვერსიის მართვის ქვეშ.
სამრტფონს აქვს 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში (მოწყობილობას შეუძლია ვიდეოს გაშვება 1080p ფორმატში), წინა კამერა, რომელიც განკუთნილია ვიდეოზარებისთვის, HDMI პორტი, 3,5 მმ ბუდე ყურსასმენის შესაერთებლად, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n), Bluetooth 2.1+EDR, 16 გბ ჩაშენებული მეხსიერება და სლოტი MicroSD/MicroSDHC ფორმატის ბარათებისთვის.
სიახლეს აქვს 4,3-დიუმიანი სენსორული TFT-ეკრანი წერტილოვანი გარჩევადობით 540×960. მოწყობილობის ზომებია: 125,9×66,9×13,3 მმ, წონა–– 158 გრ (ელემენტი 1 930 მა/სთ).
Motorola Droid Bionic-ის გაყიდვაშ გამოსვლის თარიღი უცნობია.
გამოყენებულია Motorola-ს მასალები.


