კომპანია Motorola-მ წარმოადგინა «მსოფლიოში ყველაზე სწრაფი» სმარტფონი –– Atrix 4G, რომელიც არის nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე ორბითვიანი გიგაჰერციანი ცენტრალური პროცესორით.
სიახლის არსენალში –– GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Bluetooth 2.1+EDR და Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) ადაპტერები, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურასასმენისთვის, 16 გბ მეხსიერება, სლოტი MicroSD/MicroSDHC ფორმატის ბარათებისთვის, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება DDR2, აქსელერომეტრი და წინა კამერა ვიდეოზარებისთვის 0,3 მეგაპიქსელიანი გარჩევადობით, ხოლო მთავარი კამერას აქვს 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით. მხარდაჭერილია HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში; (შემდგომ განახლებაში მხარდაჭერილი იქნება HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია (1080p) ფორმატში Full HD).
4-დიუმიანი სენსორული TFT-დისპლეის წერტილოვანი გარჩევადობა — 540×96 (qHD). აკუმულატორის მოცულობა –– 1 930 მა/სთ.
სმარტფონი განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 МГц и UMTS/HSPA+850/1900/2100 მჰც ქსელებში სამუშაოდ.
Atrix 4G მიიღებს რამოდენიმე აქსესუარს, ყველაზე საინტერესო მათ შორის –– Motorola Laptop Dock, რომელიც პრაქტიკულად არის «ცარიელი» ნოუთბუქის კორპუსი 11,6-დიუმიანი დისპლეით, თაჩპედით, კლავიატურით და სმარტოფონის შესაერთებლით.
აღსანიშნავია, რომ სმარტფონის Laptop Dock-თან შეერთებისას, მომხმარებლებს შეეძლებათ Mozilla Firefox 3.6-ის გამოყენება, რომელიც «დამალულია» Android 2.2 ვერსიის ოპერაციულ სისტემაში (მოგვიანებით მოწყობილობისთვის გამოვა განახლებული 2.3 ვერსია).
ამერიკაში Motorola Atrix 4G-ის გაყიდვები დაიწყება პირველი კვარტალის დასრულებამდე; მოდელი განკუთვნილია AT&T-ის აბონენტთავის. მოწყობილობის ღირებულება უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=gD8CgBdGCZk
გამოყნებულია Motorola-ს მასალები.


