კომპანია Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ისევ ტოვებს საკუთარ პოსტს. შესაბამისი ინფორმაცია ახლახანს გამოაქვეყნა კომპანიის ოფიციალურმა საიტმა.

«ჩემი თხოვნით, დირექტორთა საბჭომ შვებულების უფლება მომცა, რათა ყურადღება მივაქციო ჩემს ჯანმრთელობას, — ნათქვამია ჯობსის წერილში. — თუმცა მე ვაგრძელებ გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებას და მონაწილეობას მივიღებ კომპანიის ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებაში».

ჯობსის სამედიცინო შვებულების მიზეზო ჯერჯერობით უცნობია; რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობა დაუზუსტებელია.

სტივ ჯობსის ყოველდღიურ მოვალეობას apple-ის ოპერაციული დირექტორი ტიმ კუკი (Tim Cook) აიღებს საკუთარ თავზე.

ზუსტად ორი წლის წინაც, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღვიძლის გადანერგვის გამო დროებით დატოვა პოსტი. ტრანსპლანტაციის დროს დაავადება ბოლო სტადიამდე იყო მისული, თუმცა შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ Apple-ის ხელმძღვანელს «მშვენიერი პერსპექტივები» აქვს. ჯობსი სამუშაოს 2009 წლის შუა რიცხვებში დაუბრუნდა.

წყარო: ფრანც პრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.