ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენები შეიძლება ტამაშობდნენ გარკვეულ როლს მეგობრულ ურთიერთობებში.

კვლევისათვის მასალად გამოიყენეს ექვსი გენის მონაცემები, რომლებიც მიიღეს დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანისაგან. ყველა გენში მეცნიერებს აინტერესებდათ ერთი ერთნუკლეოტიდური პოლიმორფიზმი (single-nucleotide polymorphism, SNP).

იმის შემდეგ, რაც ავტორებმა გაითვალისწინეს გენეტიკური მსგავსებები, რომლების გამომწვევიცაა სქესი, ასაკი, რასობრივი წარმომადგენლობა და სხვა საერთო წარმომავლობა, აღმოჩნდა საინტერესო კანონზომიერება: ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ მეგობრულ ურთიერთობაში, უფრო ხშირად გვხვდებოდა ერთი და იგივე SNP გენში D2-რეცეპტორის DRD2 და გენ CYP2A6-ის სხვადასხვა ვარიანტი. ამ გენების ზუსტი ფუნქცია ჯერ-ჯერობით უნცობია, მაგრამ DRD2 შესაძლოა იწვევდეს ალკოჰოლიზმს, ხოლო CYP2A6 დაკავშირებულია ადამიანის “ღიაობასთან”, მის მისწრაფებასთან ახალი იდეებისაკენ.

გენეტიკური დამთხვევები შესაძლოა კარგი იყოს ევოლუციური გაგებით; მაგალითად, ადამიანების ზოგადი დაცულობის დონე, ბაქტერიული დაავადებებისაგან დაცულობა, იმ ადამიანებისათვის რომლებიც ერთად ატარებენ დროს, ეს შანსი იზრდება, იმიტომ რომ ბაქტერიები უბრალოდ ვერ პოულობენ ადვილ მიზანს. მეორე მხრივ, მეგობრები ხდებიან ადამიანები იდენტური შეხედულებებით და საერთო ინტერესებით, ხოლო ადამიანის ქცევა განისაზღვრება გენების დიდი რაოდენობით; ავტორების კოლეგებს აკვირვებს ის, რომ განსხვავებები აღმოჩენილია უმცირეს — ცალკეული SNP-ის დონეზე.

ეჭვს იწვევს კვლევის სქემაც. “წარმოიდგინეთ: თქვენ იყიდეთ ექვსი ლატარიის ბილეთი — და მოიგეთ ორჯერ, — ამბობს გენეტიკოსი დევიდ ალტშულერი (David Altshuler). — ესე არ ხდება, მაგრამ სწორედ ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში. ჩვენ გვიწევს ათასობით SNP-ის ნახვა, იმისათვის, რომ გამოვყოთ ჩვენთვის საჭირო ხოლო ამ შემთხვევაში ჩვენთვის ექვსი ცალი აღმოჩნდა საკმარისი”.

ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნებული იქნება ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

გამოყენებულია ბი-ბი-სის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.