ღვიძლის ჩხირების კოლონები (Estafilococa-ის ფოტო).
წინა წლის მაისში ექიმებმა კრეიგ ვენტერას ინსტიტუტიდან(ა.შ.შ) განაცხადეს ისტორიაში პირველი “სინთეტიკური უჯრედის” შექმნის შესახებ: გენომის ხელოვნური კლონი გადანერგეს დნმ წინასწარ მოშორებულ ბაქტერიაში, რომელმაც ეს შემდეგ მემკვიდრეობით გადასცა.
ეს იყო ნამდვილი გარღვევა, მაგრამ ექსპერიმენტში მაინც გენომის კლონი იყო გამოყენებული, რომელიც ბუნებაში არსებობს, ხოლო უკვე მაიკლ ხეხტმა და მისმა კოლეგებმა პრინსტონის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) პირველად შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ლაბორატორიაში სინთეზირებული და ანალოგის არ მქონე დნმ-ებიც შეიძლება ფუნქციონირებდეს.
მეცნიერები ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არ არის შემთხვევითი თანმიმდევრულობა, ესაა საგანგებოთ დაწყობილი პროგრამული კოდები სამი ან რამდენიმე ამინომჟავის გარკვეული სტრუქტურით გასაერთიანებლად — სინთეტიკური ცილები. თვითონ ცილები კი ადრეა დამუშავებული და მათი მოქმედება თავიდანვე ცნობილია.
მეცნიერებმა გამოიყენეს 27 ღვიძლის ჩხირი, ყოველივე მათგანს გამოცლილი ჰქონდა მნიშვნელოვანი გენი: მის არქონას უნდა გამოეწვია ორგანიზმის სიკვდილი. მთელი კოლონიიდან მილიონობით სინთეზურებულ დნმს ღებულობდა მხოლოდ ერთი რჩეული უჯრედი. როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ის რჩებოდა ცოცხალი დანარჩენი უჯრედები კვდებოდნენ.
იმაში დასარწმუნებლად, რომ ექსპერიმენტში მთავარი როლი დნმ-ის სწორედ ხელოვნურმა ნაწილმა ითამაშა და არა ბუნებრივმა მუტაციებმა, რისი მეშვეობითან ჩხირი ადაპტირდებოდა გარემოში, მეცნიერებმა რამდენიმეჯერ ამოაცალკევეს გადარჩენილი კოლონიების გენომი და გადანერგეს სხვა ადგილას. ყოველ ჯერზე წარმატებით.
თუ როგორ მუშაობს სინთეტიკური გენი ბოლომდე გასაგები ნამდვილად არ არის. შესაძლოა, ახალი ცილები ახდენენ ძველების აქტივობის გარკვეულ იმიტაციას და ასევე შესაძლოა ისინი ააქტიურებენ გარკვეულ ჯერ-ჯერობით უცნობ მექანიზმებს.
იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც მიუღებელია “ბუნების შევსება”, სპეციალისტები ამბობენ: ბუნებრივი დნმ და ამინომჟავები — ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმისა, რასაც აქვს არსებობის უფლება. ევოლუცია არ ცდილობს ყველა ვარიანტის გათამაშებას — ეს უბრალოდ შეუძლებელია.
ამას გარდა, მეცნიერები არ ცდილობენ ერთი პროცესის მეორით ჩანაცვლებას. ერთი და იგივე რამის გაკეთება შესაძლებელია სხვადასხვა ურთიერთჩამნაცვლებელი მეთოდებით. ამ მეთოდების გარკვევაა სწორედ სინთეტიკური ბიოლოგიის მიზანი.
“თუ თქვენ გვკითხავთ მივუახლოვდით თუ არა ხელოვნური სიცოცხლის შემქნას, — ამბობს მაიკლ ხეხტი, — პასუხი ასეთი იქნება: ჩვენ უბრალოდ შევცვალეთ რამდენიმე ჭანჭიკი ინსტრუმენტების გროვაში, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მუშაობას”.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ PloS One-ში.
გამოყენებულია Scientific American-ის მასალები.

